ტიაგო პიკეს სიტუაციაზე: "ფეხბურთს ვთამაშობთ და პოლიტიკურ დებატებზე არ ვსაუბრობთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტიაგო პიკეს სიტუაციაზე: "ფეხბურთს ვთამაშობთ და პოლიტიკურ დებატებზე არ ვსაუბრობთ"


ტიაგო პიკეს სიტუაციაზე:

"ბაიერნის" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა ალბანეთთან 6 ოქტომბერს გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მივიდა.

მიუხედავად მოახლოებული შეხვედრისა, დასმულ კითხვათა უმეტესობა "ბარსელონას" მცველის, ხერარდ პიკეს გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით იყო.

"ამაზე საუბარი არ გვინდა, უბრალოდ ფეხბურთის თამაში გვსურს", - ციტირებს ტიაგოს სიტყვებს Marca.

"ყველას გააჩნია პირადი აზრი. აქ იმისათვის ვართ, რათა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვისაუბროთ და არა პოლიტიკურ დებატებზე".

"პიკეს უკვე უთამაშია "ბერნაბეუზე". ჩემთვის მასთან ერთად აქ ყოფნა დიდი პატივია", - დასძინა ალკანტარამ.

შეგახსენებთ, დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით, კატალონიაში მომხდარი არეულობის გამო, პიკემ განაცხადა, რომ ის მზადაა, ესპანეთის ნაკრები დატოვოს.

ამ განცხადების შემდეგ კი პიკე ნაკრებს მაინც შეუერთდა და გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.

გაბრაზებული ესპანელი გულშემატკივრები კი მოედანზე გამოსულ პიკეს სტვენით და შეურაცხმყოფელი ბანერებით შეხვდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები