ბეილის კატასტროფული სტატისტიკა - მერამდენედ დაშავდა უელსელი ბოლო 4 წელში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეილის კატასტროფული სტატისტიკა - მერამდენედ დაშავდა უელსელი ბოლო 4 წელში?


ბეილის კატასტროფული სტატისტიკა - მერამდენედ დაშავდა უელსელი ბოლო 4 წელში?

გარეტ ბეილმა მორიგი ტრავმა მიიღო.

ცნობილია, რომ ის უელსის ნაკრებს უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვერ დაეხმარება და კიდევ "რეალთან" ერთად 7 დაპირისპირებას გამოტოვებას.

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA უელსელის სტატისტიკას აქვეყნებს.

ცნობილია, რომ 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბეილი "რეალში" გადავიდა, მან ზუსტად 13-ჯერ მიიღო დაზიანება.

პრაქტიკულად, 28 წლის შემტევი სეზონში საშუალოდ 4-ჯერ იღებს ტრავმას.

2016-2017 წლების სეზონში ბეილმა, "რეალში" 60 მატჩიდან 28 გამოტოვა და 2015-2016 წლების სეზონში მან 15 შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები