გადასახადების დამალვა - ამჯერად მარსელო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გადასახადების დამალვა - ამჯერად მარსელო


გადასახადების დამალვა - ამჯერად მარსელო

ესპანეთის საგადასახადო სამსახური ამჯერად მარსელოს მიადგა.

ცნობილია, რომ მათ ეჭვები აქვთ იმის შესახებ, რომ 29 წლის ბრაზილიელი წარსულში გადასახადებს მალავდა.

საქმე ეხება 2013 წლის ამბავს, როდესაც მარსელომ ერთ-ერთი პირადი პარტნიორისგან, რეკლამის სანაცვლოდ დიდი ანაზღაურება მიიღო.

MARCA წერს, რომ საგადასახადო სამსახური დაახლოებით 400 000 ევროს დამალვას ეჭვობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია მივა თუ არა საქმე სასამართლომდე, ამ ეტაპზე მხოლოდ მოკვლევა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა რადამელ ფალკაომ გადასახადების დამალვა აღიარა და ესპანეთის ბიუჯეტში გარკვეული რაოდენობის თანხა შეიტანა.

ასევე, გადასახადების დამალვა დაუმტკიცდა ლიონელ მესისაც, ახლა კი კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ამავდროულად, მადრიდის სასამართლომ ამ თემაზე ჟოზე მოურინიოც დაიბარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები