ატლეტიკოს სტადიონზე ბილეთები სასწაული სისწრაფით გაიყიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკოს სტადიონზე ბილეთები სასწაული სისწრაფით გაიყიდა


ატლეტიკოს სტადიონზე ბილეთები სასწაული სისწრაფით გაიყიდა

მადრიდის "ატლეტიკომ" 2017-2018 წლების სეზონში ახალი სტადიონი "ვანდა მეტროპოლიტანო" წარადგინა.

არენის ტრიბუნები 67 000 ქომაგს იტევს.

ცნობილია, რომ გუნდმა რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბილეთები სრულიად გაყიდა.

მადრიდელებს შინ "ყარაბაღთან" და "რომასთან" შეხვედრები დარჩათ და ბილეთები უკვე სრულიად გაყიდულია.

ასევე, სანაკრებო პაუზის შემდეგ "ატლეტიკო" "ბარსელონას" მასპინძლობს და 67 000 ბილეთიდან 66 000 ბილეთი უკვე გაყიდულია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები