ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ხერარდ პიკე რჩება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ხერარდ პიკე რჩება"


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხუან ლუის ლარეამ ხერარდ პიკეს მდგომარეობაზე ისაუბრა.

ნაკრებში, ვარჯიშის დროს ესპანელ მცველს ფანებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, არეულობაა ფეხბურთელებს შორისაც.

"მიუხედავად იმისა, რომ პიკეს მცირე დაზიანება აქვს, ესპანეთის ნაკრების ბაზას არ დატოვებს. ის გუნდთან ერთად დარჩება", - განაცხადა ხუან ლუის ლარეამ.

დღეს, გავრცელდა ცნობა, თითქოს პიკემ ტრავმა მიიღო, თუმცა პუბლიკა ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ჭორია, რათა "ბარსელონას" მცველმა თავი აარიდოს ნაკრებში თამაშს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები