გიგსი: "ბედნიერი ვარ, რომ რაშფორდი და მარსიალი მანჩესტერში თამაშობენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიგსი: "ბედნიერი ვარ, რომ რაშფორდი და მარსიალი მანჩესტერში თამაშობენ"


გიგსი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაიან გიგსმა ამავე გუნდის ამომავალ ვარსკვლავებზე ისაუბრა.

"კარგი საყურებელია, როცა რაშფორდი და მარსიალი ერთმანეთს ეჯიბრებიან. მათ ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ბედნიერი ვარ, რომ ეს 2 ფეხბურთელი მანჩესტერში თამაშობს. მარსიალი და რეშფორდი სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობენ. რაშფორდს ცენტრში თამაშიც შეუძლია, თუმცა ფაქტია, ორივე ფეხბურთელი მეტოქისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს", - აცხადებს გიგსი.

რაშფორდმა "მანჩესტერის" მიერ ჩატარებული 7 მატჩიდან 6 ძირითადში დაიწყო და ყველა ტურნირზე ჯამში უკვე 5 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები