გიგსმა პრემიერ ლიგის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიგსმა პრემიერ ლიგის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა


გიგსმა პრემიერ ლიგის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა

"მანჩესტერის" ლეგენდა რაიან გიგსი მიიჩნევს, რომ წელს პრემიერ ლიგის ტიტულისთვის 3 გუნდი იბრძოლებს.

"ჯერ სეზონი ახლა დაიწყო და რთულია დასკვნების გამოტანა, თუმცა გვარდიოლას სიტი ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს, კარგ ფორმაშია იუნაიტედიც.

ჩელსი შინ სიტისთან დამარცხდა, მაგრამ მათ ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსთან რთული მატჩი ჩაატარეს და ძალები არ ეყოთ.

ჩემი აზრით, სიტისთან და იუნაიტედთან ერთად ტიტულის მოსაგებად ჩელსიც იბრძოლებს და შეეცდება, რომ სეზონი ზედიზედ მეორედ დაასრულოს ტრიუმფით", - აცხადებს გიგსი.

7 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის ცხრილს მანჩესტერული გუნდები 19-19 ქულით ლიდერობენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები