ბაბელი: "რიბერის ჰგონია, რომ ის რონალდუს და მესის დონის ფეხბურთელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაბელი: "რიბერის ჰგონია, რომ ის რონალდუს და მესის დონის ფეხბურთელია"


ბაბელი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკუს ბაბელმა ამავე გუნდის ფრანგი შემტევი, ფრენკ რიბერი გააკრიტიკა.

"რიბერის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 2 წელია გოლი არ გაუტანია. მას თავი რონალდუს და მესის დონის ფეხბურთელი ჰგონია, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

რიბერი ძალიან კარგი მოთამაშეა, თუმცა ანჩელოტის დროს მას ბაიერნში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლეოდა", - აცხადებს ბაბელი.

ბოლო წლების განმავლობაში, რიბერი ძალიან ხშირად ტრავმიანობს. ფრანგი ახლაც რეაბილიტაციის პროცესშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები