ტონი კროოსი: "3 წელია ბაიერნიდან წამოვედი და ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტონი კროოსი: "3 წელია ბაიერნიდან წამოვედი და ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ"


ტონი კროოსი:

გერმანელი ნახევარმცველის ტონი კროოსის თქმით, "ბაიერნიდან" "რეალში" გადასვლა მისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო.

"3 წელია ბაიერნიდან წამოვედი და ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ჩემი რეალში ხილვა ანჩელოტის სურდა და ბედნიერი ვარ, რომ დავთანხმდი.

რეალში გადასვლის შემდეგ, უფრო განვვითარდი და მოვიგე ტიტულები. ესპანეთი ადაპტაცია საერთოდ არ გამიჭირდა.

რაც შეეხება ზიდანს, ის დიდებული მწვრთნელია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მწვრთნელის და ფეხბურთელის კარგი ურთიერთობა და კი გუნდისთვის დადებითია", - აცხადებს კროოსი.

გასულ წელს, ტონი კროოსმა "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები