დე ბრუინი: "ვინც მესის მადარებს ვეტყვი, რომ უადგილო შედარებაა"
თარიღი: ოქტომბერი 4, 2017, 04:04
"მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა მისი და ლეო მესის შედარებაზე ისაუბრა.
"ვინც მესის მადარებს ვეტყვი, რომ ეს შედარება უადგილოა, თუმცა როცა ეს მესმის, ძალიან ბედნიერი ვარ.
სიტი წელს კარგ ფორმაშია და თუ ასე გავაგრძელებთ, თავისუფლად შეგვიძლია ტიტულების მოგება. მთავარია, გრანდები დავამარცხოთ", - აცხადებს დე ბრუინი.
7 ტურის შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" 19 ქულა აქვს და "იუნაიტედთან" ერთად პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეშია.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE