არსენალის ერთ-ერთ მფლობელს კლუბის აქციების სანაცვლოდ 525 მლნ ფუნტს სთავაზობენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალის ერთ-ერთ მფლობელს კლუბის აქციების სანაცვლოდ 525 მლნ ფუნტს სთავაზობენ


არსენალის ერთ-ერთ მფლობელს კლუბის აქციების სანაცვლოდ 525 მლნ ფუნტს სთავაზობენ

ამერიკელი ბიზნესმენი, სტენ კრონკე "არსენალში" რუსი ალიშერ უსმანოვის უფლებების 525 მილიონ ფუნტად შესყიდვას გეგმავს, იუწყება The Guardian.

კრონკე ლონდონელთა აქციების 67 პროცენტს ფლობს, უსმანოვს კი 30,04 პროცენტი ეკუთვნის. ასე და ამგვარად, თუ შეთანხმება შედგება, კრონკე პრაქტიკულად კლუბის აქციათა ერთპიროვნული მფლობელი გახდება.

აქამდე, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმანოვს "არსენალში" კრონკეს უფლებების 2,3 მილიარდ დოლარად ყიდვა უნდოდა, მაგრამ ამერიკელმა უარი თქვა.

უსმანოვმა "არსენალის" აქციათა 14,5 პროცენტი 2007 წელს, 75 მილიონ ფუნტად შეიძინა. ამა წლის თებერვალში კი მან კლუბში თავისი უფლებები 30 პროცენტამდე გაზარდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები