ტოტი სამწვრთნელო კურსებს არ გაივლის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოტი სამწვრთნელო კურსებს არ გაივლის


ტოტი სამწვრთნელო კურსებს არ გაივლის

"რომას" ექს-თავდამსხმელი, ფრანჩესკო ტოტი უეფას B კატეგორიის ლიცენზიის მისაღებად სამწვრთნელო კურსებს არ გაივლის, იუწყება Football Italia.

41 წლის იტალიელი რომაული გუნდის დირექტორის თანამდებობას იკავებს და კურსებზე სასიარულოდ რეგულარულ დროს ვერ გამოყოფს.

"ვიმედოვნებთ, ეს დროებითია", - წერია იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის განცხადებაში.

"მიუხედავად ტოტის გადაწყვეტილების გამო არსებული იმედგაცრუებისა, მომავალში მისი ხილვა გაგვიხარდება".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები