ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე განცხადება გააკეთა


ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე განცხადება გააკეთა

ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა იმის თაობაზე ისაუბრა, თუ რა ხდება ესპანეთის ნაკრებში ალბანეთისა და ისრაელის წინააღმდეგ მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გასამართი მატჩების წინ.

"ბარსელონას" ჰავბეკი აღნიშნავს, რომ ეროვნულ გუნდში თამაშს კიდევ მრავალი წლის მანძილზე აპირებს.

"ნაკრებში თამაშს კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვგეგმავ", - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Marca.

"ამჟამად ეროვნულ გუნდს ყველაზე რთული დრო უდგას. პიკესთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსწორება ადვილი არ იქნება".

"პიკესა და რამოსს შორის არსებულ საუბარზე არაფერი ვიცი, მაგრამ უჩვეულო ისტორიაა", - დასძინა სერხიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები