ელერდაისი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ნაკრებიდან გათავისუფლების გამო უჩივლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ელერდაისი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ნაკრებიდან გათავისუფლების გამო უჩივლებს


ელერდაისი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ნაკრებიდან გათავისუფლების გამო უჩივლებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სემ ელერდაისი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას სასამართლოში უჩივლებს, იუწყება Daily Mail.

ჩივილის მიზეზი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებაა.

62 წლის სპეციალისტი, შეგახსენებთ, 2016 წლის სექტემბერში გაუშვეს დაკავებული თანამდებობიდან.

ელერდაისი გავლენიან ბიზნესმენებს ხვდებოდა, სატრანსფერო წესებს და სხვა დეტალებს დაწვრილებით უხსნიდა, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით ფულს იღებდა, რის გამოც სკანდალში გაეხვა.

სპეციალისტის იურისტები აცხადებენ, რომ ბრალდებები ცრუ იყო და მათ კლიენტს რეპუტაციული ზიანი მიაყენა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები