მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას კალათბურთის თამაში აუკრძალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას კალათბურთის თამაში აუკრძალა


მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას კალათბურთის თამაში აუკრძალა

"მანჩესტერ იუნაიტედის" სამედიცინო შტაბმა პოლ პოგბას კალათბურთის თამაში აუკრძალა, იტყობინება The Sun.

ფრანგი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგაზე "ბაზელთან" (3:0) მიღებული ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესებს გადის.

ინგლისელები შიშობენ, რომ კალათბურთით დაკავებამ შესაძლოა პოგბას მინდორზე დაბრუნების ვადები გაზარდოს.

აქამდე, ჟოზე მოურინიომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, ვითომდა 24 წლის ფეხბურთელი სამი თვე ვერ შეძლებდა თამაშის დაწყებას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები