კროოსი: "ზიდანი მენდობა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კროოსი: "ზიდანი მენდობა"


კროოსი:

"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მას ენდობა.

გარდა ამისა, ჰავბეკის თქმით, ფრანგ სპეციალისთან კარგი ურთიერთობა აქვს.

"ზიდანი მენდობა", - ციტირებს გერმანული ფეხბურთის კავშირის პრესსამსახური კროოსის სიტყვებს.

"ორი წელიწადია, რაც გუნდს წვრთნის და შემადგენლობაში თითქმის ყველა მატჩში მაყენებს, განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებში. მის ნდობას ვგრძნობ".

"იცის, რომ ყოველთვის შეუძლია ჩემზე დაყრდნობა და ისიც იცის, თუ რას გავაკეთებ ჩვენი გუნდისთვის. კარგი ურთიერთობა გვაქვს. მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა თითოეული ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია", - დასძინა გერმანელმა შუახაზელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები