გაბიგოლმა შეიძლება ბენფიკა დატოვოს და სანტოსში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გაბიგოლმა შეიძლება ბენფიკა დატოვოს და სანტოსში გადავიდეს


გაბიგოლმა შეიძლება ბენფიკა დატოვოს და სანტოსში გადავიდეს

"ბენფიკას" თავდამსხმელმა, გაბრიელ ბარბოსამ შეიძლება გუნდი დატოვოს, იტყობინება Football Italia.

იტალიური გამოცემის თანახმად, 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ინტერს" ეკუთვნის, პორტუგალიურ გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და არ არის გამორიცხული, მილანელთა რიგებში ნაადრევად დაბრუნდეს.

აღინიშნება, რომ შექმნილ სიტუაციას აკვირდება "სანტოსი", რომელიც ფორვარდის დამატებას გეგმავს.

შეგახსენებთ, ბარბოსა ბრაზილიური კლუბის აღზრდილია. 2016 წლის ზაფხულში იგი "ინტერს" 26 მილიონ ევროდ შეუერთდა.

გასულ სატრანსფერო ბაზარზე ფორვარდი "ბენფიკაში" ერთი წლით გაანათხოვრეს, სადაც სამი მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები