ლაკაზეტი: "პსჟ-სთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, მაგრამ არსენალი ავირჩიე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაკაზეტი: "პსჟ-სთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, მაგრამ არსენალი ავირჩიე"


ლაკაზეტი:

"არსენალის" ფორვარდმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა განაცხადა, რომ ლონდონურ კლუბში გადასვლამდე "პსჟ"-სთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

გასულ ზაფხულს 26 წლის ფრანგი "მეთოფეთა" რიგებში "ლიონიდან" გადავიდა.

"პსჟ"-სთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ეს ის ადგილი არ იყო, სადაც გადასვლა მინდოდა", - ციტირებს ლაკაზეტის სიტყვებს RMC.

"საფრანგეთში ჩემთვის მხოლოდ ერთი კლუბია - "ლიონი". მინდოდა კიდევ ერთი ჩემპიონატი გამეგო", - დასძინა ალექსანდრმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები