სანჩესისთვის ბრძოლაში ჩელსიც ჩაერთო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანჩესისთვის ბრძოლაში ჩელსიც ჩაერთო


სანჩესისთვის ბრძოლაში ჩელსიც ჩაერთო

"არსენალის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი შეიძლება "ჩელსიში" გადავიდეს, იტყობინება Mirror.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და იანვარში სწორედ 28 წლის ფეხბურთელის დამატებას უმიზნებს.

გარდა "ჩელსისა", ჩილელი ფორვარდი "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ"-ს ინტერესთა სფეროშიცაა მოქცეული.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად სანჩესმა 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები