ლაციოს სპორტული დირექტორი: „მეტი მხარდაჭერა გვჭირდება“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაციოს სპორტული დირექტორი: „მეტი მხარდაჭერა გვჭირდება“


ლაციოს სპორტული დირექტორი: „მეტი მხარდაჭერა გვჭირდება“

რომის „ლაციოს“ სპორტული დირექტორი, იგლი ტარე, მიიჩნევს, რომ „არწივების“ ქომაგებმა საკუთარი გუნდის თამაშებზე უფრო აქტიურად უნდა იარონ.

“ჩვენ ახლა თითოეული გულშემატკივარი გვჭირდება.

ჩვენ გვინდა, რომ „ლაციოს“ ქომაგები სტადიონზე მე-12 მოთამაშე იყვნენ და რა თქმა უნდა, ამით სიამოვნება მოგვანიჭონ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ უფრო კარგი მხარდაჭერა გვესაჭიროება“, - აღნიშნა 44 წლის სპეციალისტმა.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში „ლაციომ“ შინ „სასუოლო“ 6:1 გააანადგურა და დიდებული თამაში აჩვენა, მაგრამ „სტადიო ოლიმპიკოზე“ მხოლოდ 30 ათასი მაყურებელი გახლდათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები