პაროლო: "მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში - ჩვენი ვალია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პაროლო: "მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში - ჩვენი ვალია"


პაროლო:

იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო პაროლო, აცხადებს, რომ „სკუადრა აძურას“ მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენის უფლება არ აქვს.

„მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა - იტალიის ნაკრების ვალია. თუ რუსეთის საგზურს ვერ მოვიპოვებთ, ეს სრული კატასტროფა იქნება.

ჩვენ ყველას ძალიან გვინდა ამ ტურნირზე მოხვედრა. ყოველთვის პოზიტივი უნდა შეინარჩუნო და რაღაცის გაუმჯობესება სცადო“, - აღნიშნა პაროლოომ.

იტალიის ეროვნული გუნდი მუნდიალის შესარჩევ ციკლში 8 ტურის შემდეგ 19 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ ესპანეთს 3 ქულით ჩამორჩება.

მეორე ადგილზე გასული რვა საუკეთსო ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატის 4 საგზურს ფლეი-ოფის სისტემით გაითამაშებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები მარკო პაროლო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები