ზამერი: „ბუნდესლიგა საერთაშორისო დონეს ვერ აკმაყოფილებს“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზამერი: „ბუნდესლიგა საერთაშორისო დონეს ვერ აკმაყოფილებს“


ზამერი: „ბუნდესლიგა საერთაშორისო დონეს ვერ აკმაყოფილებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, გერმანული კლუბები გააკრიტიკა.

“ჩვენი გუნდები ევროპა ლიგაზე მარცხდებიან იმ კლუბებთან, რომელთაც გაცილებით ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ.

და წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა საერთაშორისო არენაზე მიუნხენის „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ რომ არ გვყავდეს?

სამწუხაროდ, ბუნდესლიგა ამ მომენტისათვის შესაბამის დონეს ვერ აკმაყოფილებს“, - განაცხადა ზამერმა.

გასულ კვირას ევროტურნირებზე მოასპარეზე ექვსი გერმანული კლუბიდან ყველა დამარცხდა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მატიას ზამერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები