კალეხონი: "ნაპოლის ფეხბურთელებს ჩემპიონობის სჯერათ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კალეხონი: "ნაპოლის ფეხბურთელებს ჩემპიონობის სჯერათ"


კალეხონი:

"ნაპოლის" თავდამსხმელს, ხოსე კალეხონს სჯერა, რომ მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატს მოიგებს.

ნეაპოლელებმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული შვიდივე მატჩი მოიგეს და "იუვენტუსსა" და "ინტერს", რომლებიც სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ორი ქულით უსწრებენ.

"გვჯერა", - ციტირებს კალეხონის სიტყვებს Sky Sports.

"ვიმედოვნებთ, ამ სეზონში სერია ა-ს მოვიგებთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ახლა, სეზონის ბოლომდე, კარგად ვიმუშავოთ და თითოეულ თამაშში 100 პროცენტით დავიხარჯოთ", - თქვა ესპანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები