მაისურაძემ 20 წლამდე ნაკრები მეორედ შეკრიბა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაისურაძემ 20 წლამდე ნაკრები მეორედ შეკრიბა


მაისურაძემ 20 წლამდე ნაკრები მეორედ შეკრიბა

უკვე მეორედ იკრიბება საქართველოს 20-წლამდე ნაკრები. მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და 21 ფეხბურთელი მიიწვია, რომელთაც ვარჯიშის გარდა, ერთ ამხანაგურ მატჩშიც გამოცდის. 6 ოქტომბერს, 15 საათზე, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე 20-წლამდელები ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე ვიტ ჯორჯიას შეხვდებიან.

მაისურაძის მიერ შერჩეულ ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარეები: ლაშა-გიორგი გურგენიძე (ლოკომოტივი), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი ჩოჩიშვილი (სლავია, ჩეხეთი);

მცველები: დავით კიკალიშვილი, ბექა ქებაძე (ორივე ლოკომოტივი), ომარ ბულუხაძე (შევარდენი), ნიკა ყურშავიშვილი (ცხინვალი), შალვა ნონიაშვილი (თბილისი);

ნახევარმცველები: ნიკა კვანტალიანი, თემურ ჩოგაძე (ორივე დინამო ბთ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), ლუკა ბაკურაძე, ბექა ნიკოლაშვილი (ორივე საბურთალო), სანდრო შეწირული, აკაკი ქიმერიძე (ორივე ლოკომოტივი), გოჩა ცირდავა (გაგრა), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), ზაურ კერელეიშვილი (დილა);

თავდამსხმელები: გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი გოგილაშვილი (შუქურა), ნუგზარ სპანდერაშვილი (ლოკომოტივი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები