სტროტმანს ბარძაყის დაზიანება აქვს
თარიღი: ოქტომბერი 4, 2017, 19:26
"რომას" საყრდენმა ნახევარმცველმა, კევინ სტროტმანმა, ბარძაყის დაზიანება მიიღო და მისი თამაში უახლოეს მატჩებში საეჭვოა.
ჰოლანდიელმა მოთაშემ ტრავმა "მილანთან" გასვლით თამაშში (2:0) მიიღო და მოედნის შესვენებაზე დატოვება მოუწია.
როგორც ირკვევა, კევინს ბარძაყის პრობლემები აქვს და არ არის გამორიცხული, სერია ა-ს მომდევნო ტურის შეხვედრა, შინ "ნაპოლის" წინააღმდეგ, გამოტოვოს.
სტროტმანი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE