საქართველოს ნაკრები უელსთან შესახვედრად მზადებას აგრძელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ნაკრები უელსთან შესახვედრად მზადებას აგრძელებს


საქართველოს ნაკრები უელსთან შესახვედრად მზადებას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ოფიციალური საშინაო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა,საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, დღეს კვლავ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე ივარჯიშა.

უელსთან მატჩისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით ემზადება. ოფიციალურ თამაშამდე ბოლო ვარჯიშს ნაკრები „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.

გაგაცნობთ საქართველოსა და უელსის ნაკრებთა 5 ოქტომბრის განრიგს:

17:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება თავისუფალია მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის)

19:00 უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერნეცია

19:30 უელსის ნაკრების ვარჯიში ( პირველი 15 წუთი დასწრება თავისუფალია მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის)

მედიის აკრედიტაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ, 5 ოქტომბერს, 14 საათიდან 17 საათამდე „დინამო არენას“ მედია ცენტრში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო თ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდო), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი).

საქართველოსა და უელსის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში შეგიძლიათ.

საქართველო-უელსის მატჩი, დინამო არენაზე, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები