კაკა: "მანჩესტერ სიტი ჩემს სანაცვლოდ 100 მილიონს იხდიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაკა: "მანჩესტერ სიტი ჩემს სანაცვლოდ 100 მილიონს იხდიდა"


კაკა:

ბრაზილიელი ფეხბურთელს, რიკარდო კაკას თქმით, მას თავის დროზე "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა 100 მილიონ ფუნტად შეეძლო.

"მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. სიტის სამწვრთნელო შტაბი მილანს ჩემს სანაცვლოდ 100 მილიონს უხდიდა.

პრემიერ ლიგაში გადასვლა დიდი გამოწვევა იქნებოდა, თუმცა ბევრი მიზეზის გამო არ გადავედი. ერთ-ერთი მიზეზი ოჯახია.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ორ ყველაზე დიდ და ისტორიულ ევროპულ გუნდში ვითამაშე და ბედნიერი ვარ ამით", - აცხადებს კაკა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში კაკა ჯერ "მილანში", შემდეგ კი მადრიდის "რეალში" თამაშობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები