გიგსი: "ბეილი რომ ასე ხშირად ტრავმიანობს, მისი კარიერისთვის ცუდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიგსი: "ბეილი რომ ასე ხშირად ტრავმიანობს, მისი კარიერისთვის ცუდია"


გიგსი:

ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელი რაიან გიგსი თავისი თანამემამულის, გარეთ ბეილის მდგომარეობას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ბეილი ტრავმის გამო თბილისში ვერ ჩამოვა და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

"ის, რომ გარეთ ბეილი ძალიან ხშირად ტრავმიანობს, მისი კარიერისთვის ცუდია, რადგან სათანადოდ ვერ ვითარდება.

არადა, ის ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ყველანაირად ვცდილობდი, რომ ამ პრობლემებისგან თავი ამერიდებინა", - აცხადებს გიგსი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები