ჰარი კეინმა რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰარი კეინმა რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა


ჰარი კეინმა რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მადრიდის "რეალი" ინგლისელი ფორვარდის, ჰარი კეინის სანაცვლოდ რეკორდულ თანხას გადაიხდის.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და განაცხადა, რომ არაფერს გამორიცხავს.

"მე არასდროს ვიტყვი არც უარყოფით და არც დადებით პასუხს, რადგან ფეხბურთზე და მიმდინარე მოვლენებზე ყოველთვის ვფიქრობ.

რა მოხდება მომავალში, მეც არ ვიცი, შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავ და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს კეინი.

მიმდინარე სეზონში კეინი საოცარ ფორმაშია და პრემიერ ლიგაში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები