ალონსო: "ჯერარდი რომ ლივერპულის მწვრთნელი გახდეს, დიდებული იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალონსო: "ჯერარდი რომ ლივერპულის მწვრთნელი გახდეს, დიდებული იქნება"


ალონსო:

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხავი ალონსომ თავის ყოფილ თანაგუნდელზე, სტივ ჯერარდზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდი და ალონსო ერთად წლების წინ "ლივერპულში" თამაშობდნენ და ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.

"ჯერარდი რომ ლივერპულის მწვრთნელი გახდეს, დიდებული იქნება, რადგან ვფიქრობ, ის ყველაზე კარგად იცნობს ამ გუნდს.

ვიცი, რომ ამჟამად ჯერარდი სამწვრ​თნელო კარიერის საწყის ეტაპზეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მალე განვითარდება ამ სფეროში", - აცხადებს ალონსო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები