იტალიის ნაკრებისა და მილანის ექს-ფეხბურთელი კარიერას მალტაში გააგრძელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იტალიის ნაკრებისა და მილანის ექს-ფეხბურთელი კარიერას მალტაში გააგრძელებს


იტალიის ნაკრებისა და მილანის ექს-ფეხბურთელი კარიერას მალტაში გააგრძელებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, კრისტიან ძაკარდომ "ჰამრუნ სპარტანსთან" გააფორმა კონტრაქტი, იუწყება Football Italia.

იტალიელმა მალტურ კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

35 წლის ფეხბურთელს კარიერის მანძილზე "ბოლონიას", "პალერმოს", "ვოლფსბურგის", "მილანისა" და "პარმას" ღირსება დაუცვია.

ვეტერანის ანგარიშზე იტალიის ნაკრებში ჩატარებული 18 მატჩია. "სკუადრა აძურასთან" ერთად ძაკარდომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები