რაბიო პენალტებზე: "სხვა მატჩებში შეიძლება ნეიმარმა აღარ დაარტყას" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაბიო პენალტებზე: "სხვა მატჩებში შეიძლება ნეიმარმა აღარ დაარტყას"


რაბიო პენალტებზე:

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ აღნიშნა, რომ ნეიმარი გუნდის მთავარი პენალტისტი არ გამხდარა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატში "ბორდოსთან" (6:2) გამართულ მატჩში თერთმეტმეტრიანი სწორედ ბრაზილიელმა შეასრულა, იქამდე ორი ტურით ადრე კი ედინსონ კავანიმ ვერ შეძლო პენალტის გამოყენება, რის გამოც ნეიმართან კონფლიქტი წარმოიშვა.

"მწვრთნელმა "ბორდოსთან" მატჩში პენალტის საკითხი გადაწყვიტა", - ციტირებს რაბიოს სიტყვებს Le Figaro.

"სხვა მატჩებში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. თერთმეტმეტრიანებზე მბაპეს ვესაუბრე. მითხრა, რომ თუ ისინი ვერ გაუმკლავდებიან, მზადაა თავად შეასრულოს", - დასძინა ადრიენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები