გერმანული პრესა: ბაიერნს ჰაინკესი ჩაიბარებს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გერმანული პრესა: ბაიერნს ჰაინკესი ჩაიბარებს!


გერმანული პრესა: ბაიერნს ჰაინკესი ჩაიბარებს!

იუპ ჰაინკესი "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, იტყობინება Deutsche Welle.

72 წლის სპეციალისტი მიუნხენელებს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.

შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერმა" სეზონი კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც სექტემბრის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან (0:3) განადგურების შემდეგ გაათავისუფლეს.

მთავარი მწვრთნელის ვალდებულებები "ჰერტასთან" (2:2) ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში ვილი სანიოლმა შეასრულა.

ჰაინკესი უკვე მეოთხედ ჩაიბარებს "ბაიერნს". აქამდე იგი ბავარიელებს 1987 წლიდან 1991 წლამდე, 2009 წელს (ვალდებულებების შემსრულებელი), ასევე 2011 წლიდან 2013 წლამდე წვრთნიდა.

ბოლო სეზონში გამოცდილმა სპეციალისტმა მიუნხენელებს გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოაგებინა, გარდა ამისა ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც დაეუფლა. ამის შემდეგ იგი კლუბიდან წავიდა და დღემდე უმუშევარი გახლავთ.

აქამდე, თავად ჰაინკესი ამბობდა, რომ 2012/13 წლების სეზონი მისთვის კარიერაში უკანასკნელი იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები