რაბიო: "პსჟ-ს მარსელთან საკმაოდ რთული მატჩი ელის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაბიო: "პსჟ-ს მარსელთან საკმაოდ რთული მატჩი ელის"


რაბიო:

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო მიიჩნევს, რომ გუნდი "მარსელთან" შეხვედრაში ზედმეტად თვითდაჯერებული არ უნდა იყოს.

პარიზელები პროვანსალებს 22 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "პსჟ" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო "მარსელი" - მესამეზე.

"ველოდრომზე" გასამართ მატჩამდე ძალიან თვითდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ", - ციტირებს რაბიოს სიტყვებს RMC.

"მარსელი" სახლში კარგად თამაშობს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული მატჩი იქნება. კარგი ფეხბურთელები ჰყავთ".

შეგახსენებთ, გასულ სეზონში "მარსელი" შინაურ კედლებში "პსჟ"-სთან ანგარიშით 1:5 განადგურდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები