რომა 20 წლის იტალიელი ტალანტით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომა 20 წლის იტალიელი ტალანტით დაინტერესდა


რომა 20 წლის იტალიელი ტალანტით დაინტერესდა

"კალიარის" უნიჭიერესი ცენტრალური ნახევარმცველი, ნიკოლა ბარელა, რომაული კლუბის ინტერესის ქვეშ მოექცა.

"Corriere dello Sport" იტყობინება, რომ "რომას" 20 წლის იტალიელი ტალანტის გადაბირება იანვარში სურს და "კალიარისთან" მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

ნიკოლა ბარელამ იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი ჩინებულად დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სერია ა-ში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ნიკოლამ 1 ბურთიც გაიტანა.

ბარელას თამაშით მოხიბლულმა ჯანპიერო ვენტურამ 20 წლის იტალიელი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები