კანავარომ სერია ა-ს ფავორიტები დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კანავარომ სერია ა-ს ფავორიტები დაასახელა


კანავარომ სერია ა-ს ფავორიტები დაასახელა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ, სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, "იუვეს", "ნაპოლის", "ინტერსა" და "რომას" ბოლომდე შეუძლიათ ბრძოლა.

თუმცა "იუვენტუსსა" და "ნაპოლის", სათამაშო კლასის თვალსაზრისით, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. აგრეთვე მნიშვნელოვანია მენტალიტეტი, რომელიც "იუვეს" ბოლო წლებში მოპოვებული გამარჯვებების შედეგად ჩამოუყალიბდა, მაგრამ ნეაპოლელებსაც დიდებული სტარტი ჰქონდათ.

სკუდეტო? ის "ნაპოლისთვის" და ამ გუნდის ფანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა კანავარომ.

7 ტურის შემდეგ იტალიის ეროვნულ ჩემპიონატს 21 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს, შემდეგ კი ტურინის "იუვენტუსი" (19) და მილანის "ინტერი" (19) მოდიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები