კოულმენი: "თუ საქართველოს ნაკრებს ვერ მოვუგებთ, ბეილის არყოფნა ამის მიზეზი არ იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოულმენი: "თუ საქართველოს ნაკრებს ვერ მოვუგებთ, ბეილის არყოფნა ამის მიზეზი არ იქნება"


კოულმენი:

საქართველოსა და უელსის დაპირისპირების წინ კომენტარი ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა გააკეთა.

"გუშინ გაირკვა, თუ რამდენად რთულია ბეილის ტრავმა. მას კოჭი აწუხებდა და ნაკრებთან ერთად ვერ თამაშობდა.

ბეილის არყოფნა უელსისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა მსგავს სიტუაციაში ხშირად ვყოფილვართ და შევეცდებით, რომ მის არყოფნაში მაინც სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

ამ ციკლში 9 თამაში ჩავატარეთ, აქედან 6 დანაკლისით. თუ საქართველოს ნაკრებს ვერ მოვუგებთ, ბეილის არყოფნა ამის მიზეზი არ იქნება.

ქართველებს ბურთის კარგი ფლობა აქვთ, ტექნიკურები არიან, თუმცა საერთაშორისო ფეხბურთში მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

მთელი ციკლის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ძლიერი მეტოქეა და მათთან რთული მატჩი გველის", - აცხადებს კოულმენი.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და უელსს შორის, 6 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები