საკი: "ბაიერნმა იმედები გამიცრუა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საკი: "ბაიერნმა იმედები გამიცრუა"


საკი:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არიგო საკიმ, კარლო ანჩელოტის გათავისუფლების გამო მიუნხენური გრანდი გააკრიტიკა.

"ამ ფაქტმა ნამდვილად გამიცრუა იმედები და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ანჩელოტი ჩემი კარგი მეგობარი და ფანტასტიკური პიროვნებაა.

"ბაიერნის" ქმედებამ ანჩელოტის მიმართ ძალიან გამიცრუა იმედები. მიუნხენელები გასული საუკუნის კლუბის მსგავსად მოიქცნენ", - განაცხადა საკიმ.

"ბაიერნმა" 58 წლის იტალიელი სპეციალისტი კლუბში შექმნილი არეულობისა და პარიზში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები