როისმა შესაძლოა კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როისმა შესაძლოა კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს


როისმა შესაძლოა კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი, მარკო როისი, არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ კლუბო დატოვოს.

"საზღვარგარეთ 4-5 კლუბია, რომლებიც ჩემს ყურადღებას იქცევენ. 2019 წლის მაისში უკვე 30 წლის ვიქნები. ჩემი მოქმედი კონტრაქტი "ბორუსიასთან" შესაძლოა ამ კლუბში უკანასკნელიც იყოს.

მინდა, რომ რაღაც ახალი გავაკეთო და ვფიქრობ, ეს ჩემი უკანასკნელი შანსი იქნება. საკმარისად გულწრფელი და მართალი პიროვნება ვარ იმისათვის, რომ ვაღიარო - არ ვიცი სად აღმოვჩნდები მომავალში", - განაცხადა როისმა, რომელიც ახლა მუხლის სერიოზულ ტრავმას იშუშებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია მარკო როისი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები