ბაიერნი ლევანდოვსკის აგენტს მოელაპარაკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი ლევანდოვსკის აგენტს მოელაპარაკა


ბაიერნი ლევანდოვსკის აგენტს მოელაპარაკა

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა რობერტ ლევანდოვსკის მდგომარეობაზე ანერვიულდა და პოლონელი თავდამსხმელის აგენტს მოელაპარაკა.

გერმანული გამოცემა "Sportbild" იტყობინება, რომ "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, და სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, პარიზში ვიზიტით ისარგებლეს და რობერტის აგენტი მაიკ ბარტელი ნახეს.

მიუნხენის "ბაიერნი" მაიკ ბარტელს შეუთანხმდა, რომ ლევანდოვსკი საჯაროდ კლუბს აღარ გააკრიტიკებს, სამაგიეროდ კი, გერმანული გრანდი რობერტს ზემოთხსენებული ინტერვიუს გამო არ დასჯის.

გერმანული გრანდის 29 წლის ფორვარდმა რამდენიმე კვირის წინ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა მსუბუქად გააკრიტიკა, რაც "ბაიერნის" მესვეურებს არ მოეწონათ და რობერტი საჯაროდ გააკრიტიკეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები