მონტელა: "მილანურ დერბიზე ვარ კონცენტრირებული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "მილანურ დერბიზე ვარ კონცენტრირებული"


მონტელა:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, განაცხადა, რომ ის ახლა მხოლოდ მილანურ დერბიზე ფიქრობს.

"რომასთან" მარცხი მტკივნეული და ამავდროულად დამსახურებული იყო, მაგრამ ჩვენ გზას ვაგრძელებთ და წინ მომდევნო რთული მატჩია. მე მხოლოდ "ინტერთან" თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

მილანურ გრანდში ყოველთვის მაღალი მოლოდინია, რაც განაპირობებს სერიოზულ ზეწოლას და პრესის გადამეტებულ კრიტიკას. თუმცა ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და ეს ყველაფერი მივიღოთ.

ჩვენ ახლა შენების პროცესში ვართ, რასაც დრო სჭირდება და არასტაბილური შედეგები სავსებით ნორმალურია. თუმცა უნდა ვცადოთ, რომ სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ", - განაცხადა მონტელამ.

"როსონერი" მთავარ მოწინააღმდეგეს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუპირისპირდება და შესაძლოა მონტელამ საკუთარი პოსტი სწორედ ამ მატჩის შემდეგ დატოვოს.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ვინჩენცო მონტელა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები