გნაბრი: "ვიცოდი, რომ ბაიერნში გადასასვლელად შესაფერისი დრო არ იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გნაბრი: "ვიცოდი, რომ ბაიერნში გადასასვლელად შესაფერისი დრო არ იყო"


გნაბრი:

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, სერჟ გნაბრიმ, საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად ეს ზაფხული არ იყო შესაფერისი დრო. თუმცა "ჰოფენჰაიმში" განვითარების გაგრძელება სასარგებლო იქნება და ჩემი მიზანია, რომ ბევრი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს.

მე საკუთარი გადაწყვეტილებებით ვცხოვრობ და ვიცი, რომ ზოგჯერ რთულ ამოცანებს ვეჭიდები", - აღნიშნა 22 წლის ნიჭიერმა გერმანელმა.

სერჟ გნაბრი "რეკორდმაისტერმა" ამ ზაფხულს ბრემენის "ვერდერიდან" შეიძინა, მაგრამ გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო სეზონის ბოლომდე "ჰოფენჰაიმში" გაანათხოვრა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი სერჟ გნაბრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები