ინიესტა კატალონიის რეფერენდუმზე: "ვიმსახურებთ, რომ მშვიდად ვიცხოვროთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინიესტა კატალონიის რეფერენდუმზე: "ვიმსახურებთ, რომ მშვიდად ვიცხოვროთ"


ინიესტა კატალონიის რეფერენდუმზე:

ანდრეს ინიესტამ კატალონიის რეფერენდუმზე კომენტარი გააკეთა.

გასულ კვირას კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რასაც მადრიდმა ხელი შეუშალა და საარჩევნო უბნები დაარბია.

"ერთადერთი, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, სანამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ დაზარალდება, ისაა, რომ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ.

ვფიქრობ, რომ ვიმსახურებთ მშვიდ გარემოში ცხოვრებას", - ამბობს ინიესტა.

შეგახსენებთ, რომ ანდრესი კატალონიელი არ არის, თუმცა 11 წლიდან "ბარსელონას" სკოლაში" იზრდება და იქ ცხოვრობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები