ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ალიკანტეში იმყოფებიან.
სტადიონზე, ვარჯიშის წინ, მათ გარეთ ფანები დახვდნენ. ხერარდ პიკეს გამოჩენის შემდეგ პუბლიკამ სტვენა დაიწყო და ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც იცით, "ბარსელონას" მცველი კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ, ფანები კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.