შევჩენკო: "მოდრიჩი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შევჩენკო: "მოდრიჩი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია"


შევჩენკო:

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ ხორვატიისა და უკრაინის მატჩის წინ ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა.

შევჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ხორვატიას 9 ოქტომბერს უპირისპირდება.

"ვფიქრობ, რომ მათ დიდებული ნაკრები ჰყავთ, დიდებული და ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.

ლუკა მოდრიჩი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და წინა ფლანგზე მანჯუკიჩი, კალინიჩი და კოვაჩიჩი ჰყავთ.

ცხადია, რომ ხორვატიასთან მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ", - ამბობს შევჩენკო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები