კეინმა ინგლისის ნაკრებს ბოლო წუთებზე მოაგებინა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კეინმა ინგლისის ნაკრებს ბოლო წუთებზე მოაგებინა [VIDEO]


კეინმა ინგლისის ნაკრებს ბოლო წუთებზე მოაგებინა [VIDEO]

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-9 ტურში ინგლისის ნაკრებმა საოცრად დრამატული მატჩი გამართა და სლოვენიას მხოლოდ 94-ე წუთზე გატანილი ბურთით მოუგო - 1:0.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ კი "სამი ლომის" დრამატული გამარჯვებით დასრულდა. შეტევაში წასულმა სლოვენიელებმა ბურთი კაილ უოლქერს ჩააბარეს, რომელიც მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, ჩააწოდა და ჰარი კეინმა ინგლისელებს საჭირო სამი ქულა მოუტანა.

გარეთ საუთგეითის გუნდმა 23 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი გაინაღდა. სლოვენია კი 14 ქულით მეოთხე პოზიციაზე რჩება და მეორე ადგილზე მყოფ შოტლანდიას 3 ქულით ჩამორჩება.

თავისმხრივ, შოტლანდიის ნაკრებმა მთავარი კონკურენტი სლოვაკეთი 2:1 დაამარცხა და ორი ქულით უკან ჩამოიტოვა. მეორე ადგილისთვის ბრძოლა სერიოზულად დაიძაბა და გადამწყვეტი ბოლო ტური იქნება, რომელშიც სლოვენია მიიღებს შოტლანდიას, ხოლო სლოვაკეთი - მალტას.

ინგლისი 1:0 სლოვენია

გოლი: 1:0 - კეინი (90+4').

შემადგენლობები

ინგლისი: ჰარტი; უოლქერი, სტოუნსი, კეჰილი, ბერტრანი; ჰენდერსონი, დაიერი; ჩემბერლენი (ლინგარდი 64'), სტერლინგი (კინი 85'), რეშფორდი; კეინი.

სლოვენია: ობლაკი; სტრუნა, მევლია, ზეცარი, იოკიჩი; როტმანი (მატავჟი 79'), კრინი; ილიჩიჩი; ბეჟაკი (რეპასი 72'), სპორარი (ბირსა 55'), ვერბიჩი.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები