ქართველმა ქომაგებმა უელსელ გულშემატკივრებს 3:2 მოუგეს - ჯერი ნაკრებზეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქართველმა ქომაგებმა უელსელ გულშემატკივრებს 3:2 მოუგეს - ჯერი ნაკრებზეა


ქართველმა ქომაგებმა უელსელ გულშემატკივრებს 3:2 მოუგეს - ჯერი ნაკრებზეა

საქართველოსა და უელსის ნაკრებების დაპირისპირების წინა დღ​ით, ქართველ და უელსელ გულშემატკივრებს შორის ამხანაგური მატჩი შედგა.

მოგეხსენებათ, ბრიტანელებს საქართველოში 2000 ქომაგზე მეტი ჩამოჰყვა.

ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი ქართველებმა კომფორტული ანგარიშით - 3:0 მოიგეს, მეორე ტაიმში კი უელსელებმა 2 გოლი გაიტანეს. საბოლოოდ, საქართველომ უელსს 3:2 მოუგო.

Goal.ge-სთან კომენტარი ამ მატჩის ორგანიზატორმა გოჩა თანდარაშვილმა გააკეთა.

"სხვა ქვეყნის გულშემატკივრები აქ რომ ჩამოდიან, წინასწარ მიკავშირდებიან და ვგეგმავთ ხოლმე ამხანაგურ თამაშს. უმეტესობას ვიცნობ "ევროფანის" ტურნირიდან, რომელიც ყოველ წელს ლვივში იმართება და უკვე 6 წელია იქ ჩავდივარ.

ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ჩამოდიან და ვეთამაშებით. ძირითადად ბრიტანელი და ირლანდიელი ფანებთან გვიწევს თამაში. წინა თვეში ირლანდიელებთან 2:2 ვითამაშეთ, დღეს კი პირველი საშინაო გამარჯვება მოვიპოვეთ - 3-2.

სამწუხაროდ, გასვლით თამაშებზე ვერ დავდივართ და იმედია, მალე ამასაც მოვახერხებთ", - აცხადებს მატჩის ორგანიზატორი.

ქართველმა ქომაგებმა უელსელები 3:2 დაამარცხეს, ჯერი კი ნაკრებზეა. 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" საქართველო ამ შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები