კეინმა მორიგი გატანილი გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კეინმა მორიგი გატანილი გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა


კეინმა მორიგი გატანილი გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ინგლისისა და სლოვენიის ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეხვედრის ბოლო წუთზე ერთადერთი გოლი "ტოტენჰემის" ფორვარდმა, ჰარი კეინმა გაიტანა, რომელიც წელს საოცარ ფორმაშია.

"ბედნიერი ვარ, რომ ინგლისმა მორიგი შეხვედრა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე ოფიციალურად მოიპოვა.

ბოლო 10 წუთი მოვდუნდით და ხშირად ვერ ვუტევდით, თუმცა ძალები მოვიკრიბეთ და მაინც მოვიგეთ. წინ ლიტვასთან მატჩი გველის და იქაც მოსაგებად ვიბრძოლებთ", - აცხადებს კეინი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები