ტიერი ანრი: "მარსიალი 21 წლისაა და უკეთესად თამაშობს, ვიდრე მე მის ასაკში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტიერი ანრი: "მარსიალი 21 წლისაა და უკეთესად თამაშობს, ვიდრე მე მის ასაკში"


ტიერი ანრი:

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ თავისი თანამემამულე, ენტონი მარსიალი შეაქო.

"ენტონი მარსიალი 21 წლის ასაკში უკვე ჩემზე უკეთ თამაშობს, ვიდრე მე, მის ასაკში ყოფნისას. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ განიცდის პროგრესს.

ჩემი აზრით, მარსიალს თავისუფლად შეუძლია, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდეს და დიდ ფეხბურთში თავისი სიტყვა თქვას", - აცხადებს ანრი.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2015 წელს მარსიალის სანაცვლოდ 58 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები