ინსინიე: "შემეძლო ამ სეზონში მესისთან და სუარესთან ერთად მეთამაშა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინსინიე: "შემეძლო ამ სეზონში მესისთან და სუარესთან ერთად მეთამაშა"


ინსინიე:

"ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლორენცო ინსინიემ განაცხადა, რომ ამ სეზონში მას ბარსელონაში თამაში შეეძლო.

"ბარსელონა რომ მსოფლიო საუკეთესო კლუბია, ეს ყველამ იცის. შემეძლო ამ სეზონში მესისთან და სუარესთან ერთად მეთამაშა, მაგრამ ნაპოლიში დარჩენა ვარჩიე.

ეს გუნდი ძალიან მიყვარს და დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ნაპოლისთან ერთად ტიტულებს მოვიგებ", - აცხადებს ინსინიე.

ნეაპოლელებმა სეზონი დიდებულად დაიწყეს, იტალიის ჩემპიონატში უდანაკარგოდ არიან და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები